შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ანა გოგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1972 წელს. 1976–1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გენეტიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983–1985წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985–1998წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან გენეტიკის განყოფილების გამგე; 1993–1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან არსებულ ლაზერული თერაპიის კურსის ასისტენტად; 1994–1998წწ. სპორტული მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის კათედრის ასისტენტად; 1998 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მორფო–ფუნქციონალური და ციტოგენეტიკური ცვლილებები შიზოფრენიით დაავადებულთა ლეიკოციტებში და მათზე რიგი ფსიქოტროპული პრეპარატების მოქმედება", დაიცვა 1983 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |