შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლიანა გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1968 წელს. 1972 წელს იყო ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი, შემდეგ უფროსი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1976-1986წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1986-2006წწ. ადამიანის ზოგადი პათოლოგიისა და ადამიანის ეკოლოგიური განყოფილების გამგე; 2006 წლიდან არის კლინიკური და ექსპეიმენტული მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მისი შრომები ეხება გულ–სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს; მისი სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტებია: გულფილტვის სინდრომი, სისხლძარღვთა რესტრუქტურიზაცია, მეტაბოლური სინდრომის ულტრასტრუქტურული საფუძვლები. არის 4 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პათოლოგ–ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1984), პროფესორი(1990). სისტემატურად მონაწილეობს მოხსენებებითა და სალექციო კურსებით საერთაშორისო პროფესიულ ტრინინგებისა და სემინარების მუშაობაში; არის არაერთი საერთაშორისო და რეგიონული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი. კითხულობს სპეციალურ კურსს თსუ რეზიდენტებთან და დოქტორანტებთან ემბრიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |