The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნათელა გოგიბერიძე

დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1926  (99 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს.

1953–1973წწ. იყო თბილისის ქალთა II ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1973–1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ონსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის სამკურნალო ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი; 1986 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება კუჭის ფუნქციურ მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების დროს. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრანკვილიზატორთა მცირე დოზების კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე მოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმები და მათი კლინიკური გამოყენების შესაძლებლობანი".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გასტრო–ენტეროლოგიური საზოგადოება, წევრი
  • ენდოკრინოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • რესპუბლიკური თერაპიული საზოგადოება, წევრი