შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
აკაკი გოგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. იყო 63103 ნაწილის უფროსი ექიმი; 1975–1977წწ. გაერთიანებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამსვლელი ექიმი–თერაპევტი; 1977–1987წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1988წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან კლინიკო–ბიოქიმიის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის გენეტიკურ ასპექტებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰაპტოგლობინის ფენოტიპების განაწილება გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფებში და მისი განვითარების რისკის ძირითადი ფაქტორების მქონე პირებში", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |