The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან გოგორიშვილი

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1953წწ. იყო ქობულეთის სამალარიო სადგურის გამგე; 1954–1972წწ. რაიონის ჯანდაცვის განყოფილების გამგე; რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორი, განყოფილების გამგე, საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1977–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციური კათედრის ასისტენტი; 1982–1997წწ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1997 წლიდან ამავე საავადმყოფოს უფროსი ორდინატორია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებებს, ძირითადად შერეულ ინფექციებს. ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ჰაერწვეთოვანი და ნაწლავური შერეული ინფექციების კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხები", დაიცვა 1967 წელს.

ბიბლიოგრაფია