The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ამირან გოგოხია

დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:უროლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ფახულანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1942 წელს.

1943–1945წწ. იყო სოფელ რუხის(ზუგდიდის რაიონი) და სოფელ ჭალის(წალენჯიხის რაიონი) საექიმო უბნების გამგე, ამავე რაიონის სოფელი ჯვარის საექიმო უბნისა და 10–საწოლიანი საავადმყოფოს გამგე; 1948 წელს იყო წალენჯიხის რაიონის წამყვანი ქირურგი; 1949 წელს მოსკოვის ლევიტის კლინიკის თანამშრომელი; 1956–1974წწ. აკადემიკოს წულუკიძის კლინიკის ასისტენტი; 1988 წლიდან ფთიზიატრიისა  და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უროლოგიური განყოფილების ფტიზიატრი. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიისა. ექიმი–ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიდრონეფროზისა და შარდსაწვეთის ცალმხარეზე გადაკვანძის შემდეგ ჰისტომორფოლოგიური ცვლილებები მეორე თირკმელზე და ზოგიერთ სხვა ორგანოზე", დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის საკითხი ნაწლავის იზოლირებული მონაკვეთიდან", დაიცვა 1973 წელს.

ბიბლიოგრაფია