The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნუგზარ გოგოხია

დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1976წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ექიმიანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი; 1976–1979წწ. სსრკ სამედიცინო აკადემიის საკავშირო კარდიოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი სპეციოალობით – კარდიოლოგია; 1980–1986წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციის საკითხებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშების ზეგავლენა პროსტაგლანდინების, ლიპიდების და სტეროიდული ჰორმონების დონეზე მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ ავადმყოფებში", დაიცვა 1981 წელს მოსკოვში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო მოძრაობა "ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ", წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი