The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შოთა გოგოხია

დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 2009  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ფახულანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1950-1973 წწ. იყო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი; 1974-1998წწ. მუშაობდა ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის აფხაზეთის სამედიცინო–დემოგრაფიული ლაბორატორიის გამგედ; 1990 წლიდან იყო საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის დირექტორი; იკვლევდა კურორტოლოგიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედიცინის ისტორიის, ადამიანის ფიზიკური განვითარებისა და გერონტოლოგიის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გერონტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, პრეზიდენტი (2004-2009)
  • ლოს-ანჟელესის(აშშ) უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი (1983-2009)
  • ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1984-2009)

ბიბლიოგრაფია