შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამარ გოთუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1940 წელს; თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1943-1945წწ. იყო მე–18 სადესანტო არმიისა და N712 ქირურგიული საველე ჰოსპიტლის ქირურგი; 1949-1965წწ. მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიულ განყოფილებაში; 1965-1978წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიულ საპრობლემო ლაბორატორიაში; 1978-2000წწ. იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ფილტვის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; 2000 წლიდან ამავე განყოფილების კონსულტანტი; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და ორი ლიტერატურული ნაწარმოების – "სიკვდილთან ჭიდილი", "თავგადასავალი ლევან გოთუასი"; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფთიზიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1972), პროფესორი(1985). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |