შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მაია გოთუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1981–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1987წწ. მორფოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ასპირანტი; 1984–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993–1997წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კლინიკური იმუნოგენეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997–1999წწ. იმავე განყოფილების გამგე, შვეიცარია–საქართველოს ერთობლივი სამედიცინო ცენტრის "ციტოს" კლინიკური ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ასთმისა და ალერგიის საქართველოს საგანმანათლებლო და პრევენციის კლუბის ხელმძღვანელი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის და 5 რაციონალური წინადადების. არის ექიმი–ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA– ანტიგენებისა და ჰუმორული იმუნიტეტის ზოგიერთი მაჩვენებლის გამოკვლევა სასუნთქი გზების ალერგოზების მქონე ქართველ ავადმყოფებში", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოში ბრონქული ასთმის განვითარების იმუნოგენეტიკური პროგნოზირება და პრევენციული მკურნალობის ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |