The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაია გოთუა

მაია გოთუა
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ალერგოლოგი, იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1981–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1987წწ. მორფოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ასპირანტი; 1984–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993–1997წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კლინიკური იმუნოგენეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997–1999წწ. იმავე განყოფილების გამგე, შვეიცარია–საქართველოს ერთობლივი სამედიცინო ცენტრის "ციტოს" კლინიკური ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ასთმისა და ალერგიის საქართველოს საგანმანათლებლო და პრევენციის კლუბის ხელმძღვანელი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის და 5 რაციონალური წინადადების. არის ექიმი–ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA– ანტიგენებისა და ჰუმორული იმუნიტეტის ზოგიერთი მაჩვენებლის გამოკვლევა სასუნთქი გზების ალერგოზების მქონე ქართველ ავადმყოფებში", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოში ბრონქული ასთმის განვითარების იმუნოგენეტიკური პროგნოზირება და პრევენციული მკურნალობის ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასთმოლოგთა ასოციაცია "Interastma", წევრი (1996-)
  • იმუნორეაბილიტოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1998-)
  • საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი (1981-)
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1998-)
  • საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის გამგეობა, წევრი (1998-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ.2/6
    ტელეფონი:(995 32) 252 05 33; 599 36 02 55
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.allergy.ge