შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გია გოკიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1968–1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პრობლემური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1980წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1981–1988წწ. ქირურგიული კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე; 1990–1996წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1991 წლიდან სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალის "ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 1968–1977წწ. მოსკოვში სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში, ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტსა და გულ–სისხლძარღვთა ინსტიტუტში ატარებდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. არის ექიმი–ქირურგი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეზექციის ზონის ნატიფი სტრუქტურა კუჭის წყლულისა და კიბოს დროს", დაიცვა 1968 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "იზოლირებული, რეპლანტირებული და გადანერგილი გულის მოქმედების აღდგენა მიოკარდიუმის მწვავე იშემიის პირობებში", დაიცვა მოსკოვში 1977 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |