The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მამუკა გოლეთიანი

მამუკა გოლეთიანი
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. იყო თბილისის N1 საავადმყოფოს III ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1982–1986წწ. ცაგერის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1986–1989წწ. უკრაინის (ქ. ხარკოვი) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ორდინატორი, დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1989–1992წწ. თბილისის N8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1992 წლიდან არის ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის კლინიკის ქირურგ–ასისტენტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ვმონაწილეობდა აფხაზეთის ომში, როგორც ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლგარეშე სანაღვლე გზების მასტენოზირებული და მაობლიტირებელი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა ხანშიშესულთა და მოხუცთა ასაკში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • ქირურგთა განვითარების საქველმოქმედო ფონდი, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, წინანდლის ქ. N 9
    ტელეფონი:+995 599 563 191
    ელ.ფოსტა: