The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ გონჯილაშვილი

დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1986–1988წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტლის ექიმი–ქირურგი; 1989 წლიდან მუშაობს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი N1 კლინიკაში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების და 14 რაციონალიზატორული წინადადების, 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტერმინო–დიატერალური გასტროდუოდენალური ანასტომოზი კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში", დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლაზერული "შემადუღებელი" ნაკერი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქირურგიაში", დაიცვა 1992 წელს.