Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ბარბარე გორგოშიძე (დოდო)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1976წწ. იყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1976–1978წწ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1978–1980წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1980 წლის დეკემბრიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკის ექიმი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. ბაკურიანის და ჩაქვის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში. მისი საექიმო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: ნებისმიერი გენეზის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა(მათ შორის აუტოიმუნური უნაყოფობა მომატებული ASA); ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკა და წონის კორექცია მტანჯველი დიეტების გარეშე; ქალის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების და სქესობრივი გზით გადადებული ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა; საშვილოსნოს მიომის, საკვერცხეების კისტების, ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა(მათ შორის რეზუსკონფლიქტით, აუტოიმუნური გენეზით და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ჭარბთმიანობის, მტკივნეული მენსტრუაციის და მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ფალოპის მილების ნაწილობრივი ან სრული გაუვალობის მკურნალობა ფიტოთერაპიის(ფერტილოგენი) საშუალებით. ექიმი–რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნორეაქტიული ინსულინის, ზრდის ჰორმონის და კორტიზოლის სეკრეციის თავისებურებანი ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომით დაავადებულებში", დაიცვა 1984 წელს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |