The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე გორდელაძე

დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1979წწ. იყო თბილისის II საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1979–1981წწ. ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი; 1981–1983წწ. კლინიკური ორდინატურის სრული კურსი გაიარა მოსკოვში, ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში; 1983–1987წწ. მუშაობდა ფასანაურში ქირურგად; 1987–1989წწ. იყო ბოლნისის რაიონის მთავარი ქირურგი. 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N3 ქირურგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გართულებები კუჭუკანა ჯირკვალზე ოპერაციის შემდეგ(დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა)", დაიცვა 1987 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
    მისამართი:თბილისი , მარუაშვილის ქ. 50
    ტელეფონი:(995 32) 291 19 26; (995 32) 291 02 51