შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლევან გოფოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983–1984წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის ურგენტული ქირურგიის პრობლემატურ საკითხებზე. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი ეტიოლოგიის გასტროდუოდენური სისხლდენების მკურნალობის ტაქტიკის არჩევა ჰიპოქსიის საკომპენსაციო სარეზერვო შესაძლებლობების შეფასების გზით", დაიცვა 1998 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |