The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით გოცაძე

დავით გოცაძე
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1953
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 2008  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ონკოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის ნ. პიროგოვის სახელობის II სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს.

1982-1985წწ. იყო რუსეთის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილების მეცნიერ მუშაკი; 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ განყოფილების გამგედ; 2004 წლიდან იყო ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის უროლოგიის განყოფილების კონსულტანტი; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; ონკოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1992).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, წევრი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია