The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით გორდელაძე

დავით გორდელაძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1969–1972წწ. იყო საქართველოს სსრ ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1972–1975წწ. ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975–1980წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მეორე თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმი–თერაპევტი; 1980–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1990–1995წწ. დოცენტი; 1995–1997წწ. პროფესორი; 2000-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი მედიცინის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1998-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე. 2003-2012წწ. ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს "ზოგადთერაპიული კლინიკის" პროფესორი; 2012 წლიდან შპს "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური" თერაპიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი; 2013 წლიდან თერაპიული სამსახურის უფროსი. ავტორია 3 გამოგონების და 84 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის კუნთის მორფოლოგიას, ჰეპატოლოგიას, მინერალურ ცვლას, ლაზეროთერაპიას, თერაპიის სწავლების მეთოდოლოგიას. გამოცემული აქვს მონოგრაფია: "გულის მორფოლოგია სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს"(1976); 1983-1988წწ. სამი სამეურნეო-ხელშეკრულებითი სამეცნიერო თემის ხელმძღვანელი; არის რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ოპონენტი და რეცენზენტი; მისი ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2002-2004წწ. სამედიცინო ფაკულტეტზე გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მაგისტრატურა; პირველმა წაიკითხა სამედიცინო სამართლის ლექციები ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; არის თერაპიული მიმართულების კლინიკური მდგომარეობების მართვის 7 სახელმწიფო სტანდარტის(პროტოკოლის) ავტორი. არის ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის მორფოლოგიური ცვლილებები სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს ექსპერიმენტში", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მინერალური ცვლის დარღვევის ექსპერტ–დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა ექსტრემალურ პირობებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სამკურნალო პრეპარატები საქართველოში" ცნობარი ვიდალის 5 გამოცემის სამეცნიერო - ეთიკური კომიტეტი, "ფარმინფორმი", წევრი (2003-2012)
  • დიპლომის შემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო, წევრი (2003-2006)
  • ზოგადი პრაქტიკისა და ოჯახის ექიმთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2004-)
  • საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის ქვეკომიტეტი, სწავლული ექსპერტი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემია, აკადემიკოსი
  • სახელმწიფო საექიმო საკვალიფიკაციო გამოცდების კომისია, წევრი (2000-2012)
  • უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერთიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი (2003-2006)
  • შსს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი, წევრი

ბიბლიოგრაფია