შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარინე გორდელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1977 წელს. 1978–1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. საკავშირო სამედიცინო აკადემიის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან იოდდეფიციტის სახელმწიფო პროგრამის მთავარი სპეციალისტი და საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა "დიაბეტური სკოლის" დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პედიატრი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის ნაციონალური ცენტრის სამედიცინო პინელის ექსპერტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკისა და მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1984 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |