შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე გრიგოლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი საჭილაო. დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს. 1914 წელს მისი თაოსნობით სოხუმში გაიხსნა ინფექციური საავადმყოფო და ქალაქის II საავადმყოფო; 1924-1926წწ. აფხაზეთში ჩატარდა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები; შეიქმნა სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ფართო ქსელი; 1925 წლიდან მისი ხელმძღვანელობით დაიწყო აფხაზეთის კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსების გამოვლენა და შესწავლა; 1938 წელს სოხუმში მისი თაოსნობით გაიხსნა კურორტოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც 1947-1970წწ. თვითონვე ხელმძღვანელობდა; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თერაპევტ–კურორტოლოგი, საკურორტო საქმის ორგანიზატორი აფხაზეთში, პროფესორი(1946). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |