The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე გრიგოლია

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1976  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, კურორტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი საჭილაო.

დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს.

1914 წელს მისი თაოსნობით სოხუმში გაიხსნა ინფექციური საავადმყოფო და ქალაქის II საავადმყოფო; 1924-1926წწ. აფხაზეთში ჩატარდა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები; შეიქმნა სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ფართო ქსელი; 1925 წლიდან მისი ხელმძღვანელობით დაიწყო აფხაზეთის კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსების გამოვლენა და შესწავლა; 1938 წელს სოხუმში მისი თაოსნობით გაიხსნა კურორტოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც 1947-1970წწ. თვითონვე ხელმძღვანელობდა; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თერაპევტ–კურორტოლოგი, საკურორტო საქმის ორგანიზატორი აფხაზეთში, პროფესორი(1946).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია