The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ გრიგოლია

ნოდარ გრიგოლია
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1944  (80 წლის)
გარდაცვ. თარიღი:201?
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი ჭოგნარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1971წწ. იყო ყაზახეთის სსრ ცელინოგრადის ოლქის ქ. ატბასარის რაისაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1971–1974წწ. ასპირანტი; 1975–1982წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1982–1991წწ. დოცენტი; 1992–1994წწ. პროფესორი; 1994 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N3 კათედრის გამგე.

ავტორია 152 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "კარდიოსპაზმი" და "კლინიკური ქირურგია". მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა აკადემიკოს ე. ფიფიას ხელმძღვანელობით და ითვლება მის მოწაფედ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების თავისებურება მოხუცთა და ხანში შესულთა ასაკში", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა ქალებში", დაიცვა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ საბჭოზე 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭო (ქირურგია), წევრი
  • მსოფლიო ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო გასტროქირურგიული კლუბი, წევრი
  • საქართველოს ბიო–სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემია, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ქირურგიული დაავადებები : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2012. - 550 გვ. - ISBN: 978-9941-10-639-2
  • ქირურგიული დაავადებები : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2005. - 507 გვ. - ISBN: 99928-32-47-9
  • ზოგადი ქირურგია : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2005. - 382 გვ. - ISBN: 99940-46-00-4
  • კლინიკური ქირურგია (რჩეული თავები) : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (ავტორი). - თბილისი, 1996. - 416 გვ.