შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნიკოლოზ გუგუნავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1970წწ. იყო სოფელ შაუმიანის(მარნეულის რაიონი) საავადმყოფოს ექიმი-ოტოლარინგოლოგი; 1970-1971წწ. თბილისის ტუბდისპანსერის ექიმი ოტოლარინგოლოგი; 1971-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1986 წლიდან რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა განყოფილების გამგე. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის , რომლებიც ეხება ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. არის ექიმი-ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხახის ტონზილების გავლენა კუჭის სეკრეტორულ მოწმედებაზე", დაიცვა 1973 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |