The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ცისია გუგუტიშვილი

დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1960წწ. იყო ადიგენის რაისაავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1960-1961წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ტუპერკულოზური და ბავშვთა სანატორიუმების უფროსი ინსპექტორ-პედიატრი; 1961-1964წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1963-1964წწ. მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტი; 1965-1979წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მოზრდილ ბავშვთა განყოფილების უმცროსი, შემდგომში 1979-1988წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან ამავე ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 10 საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ი. ფაღაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კარდიო-რევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და საპრობლემო კომისია, წევრი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს რევმატოლოგთა კავშირი, წევრი