The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჯონი გუნია

ჯონი გუნია
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალკო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1965წწ. იყო სოფ. დურიფშის(გუდაუთის რაიონი) სასოფლო საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1965–1966წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შოკის ბრიგადის ექიმი–ქირურგი; 1966 წლიდან მუშაობს ნევროლოგიის ინსტიტუტში. ავტორია 87 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზედა საგიტალური სინუსის კედლებისა და დიდი ნამგლისერბური მორჩის გაღიზიანების გავლენა სუნთქვასა და გულ–სისხლძარაღვთა სისტემაზე სხვადასხვა ანესთეზიის პირობებში", დაიცვა 1970 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. N 21
    ტელეფონი:(995 32) 2 95 11 00; (995 32) 295 13 35