შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1997წწ. ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და შინაგან სნეულებათა კათედრებზე; იყო აღნიშნული კათედრების პროფესორი; 2003 წლიდან აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თერაპიული სამსახურის უფროსი, შემდეგ ამავე ცენტრის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა კონსტიტუციური თავისებურებების(ანომალიების) შესწავლა ატოპიურ დაავადებათა დროს და მათი კორეგირების გზები, სტეროიდ–რეზისტენტული ბრონქული ასთმით დაავადებულთა კლინიკურ–იმუნოლოგიური თავისებურებების გამოვლენა, მათი კორექციის გზების ძიება; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1995), პროფესორი(2000). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |