შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გურამ გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1963-1974წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან იყო მისივე თაოსნობით სსრკ–ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978 წლიდან ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე და რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1975-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; შეისწავლა ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკურ საკითხებს; მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების დახასიათებას, აგრეთვე მკურნალობის და პროფილაქტიკური მეთოდების შემუშავებას; თანაავტორია ჰავაის უნივერსიტეტის(აშშ) მიერ გამოცემული კოლექტიური მონოგრაფიისა "ალერგია მსოფლიოში"; ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1966). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |