შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მამუკა გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტში (1984–88) შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1990 წელს. 1991 წლიდან მუშაობს სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილებაში. გაიარა სტაჟირება ენდოქირურგიაში: მოსკოვი (რუსეთი), მიუნხენი (გერმანია), გრაცი (ავსტრია). 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც შეეხება კუჭის წყლულოვან დაავადებას, მალიგნიზაციას, კიბოს დიაგნოსტიკას ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკასა და ენდოსკოპიურ მკურნალობას. “საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი”-საქართველოში პირველი ენდოსკოპიური მონოგრაფია. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: პრაღა (ჩეხეთი), გრაცი (ავსტრია), სტამბული (თურქეთი), ტაშკენტი (უზბეკეთი), ამსტერდამი (ნიდერლანდები), დუსელდორფი (გერმანია),ჩიკაგო (ა.შ.შ). ექიმი–ენდოსკოპისტი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი, ენდოსკოპიის და ენდოქირურგიის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის მალიგნიზაციის კომპლექსური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1998 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |