The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რევაზ გურგენიძე

რევაზ გურგენიძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 2005  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1955 წელს.

1958-1962წწ. მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1962-1969წწ. უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1972-1978წწ. ოფთალმოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1978-2005წწ. ოფთალმონევროლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელად; მისი მუშაობის ძირითადი სფერო იყო ოფთალმოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების მნიშვნელობის შესწავლა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და სიმსივნური დაზიანების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, აღნიშნული სიმპტომოკომპლექსების პათოგენეზური მექანიზმების ახსნა, მხედველობის გზის მსვლელობის და მისი სტრუქტურის დაზუსტება; ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 6 მონოგრაფიის და 4 მეთოდური რეკომენდაციის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1969).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1996-)
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, თავმჯდომარე (1982-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია