The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჯიმშერ გუჯაბიძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1955 წელს.

1955-1958წწ. მუშაობდა მოსკოვის ოლქში ქირურგად; 1969-1989წწ. საქართველოს უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილებაში; 1990 წლიდან ამავე განყოფილების გამგედ; 1998 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი; 1996 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის უროლოგიის კურსის ხელძღვანელი; 2008 წლიდან არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის კონსულტანტი; კითხულობს ლექციების კურსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უროლოგიისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრაზე; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის ავტორი; ბავშვთა უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (2002).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია