The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან დადიანი

ქეთევან დადიანი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი, ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

ქეთევან დადიანი - შპს „გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“-ს დირექტორის მოადგილე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამების ფარგლებში  სასერტიფიკაციო და ტრეინინგ-კურსების -ხელმძღვანელი; 2012 წლიდან დღემდე არის  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი. არის საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა პროექტებში (მ.შ. პროექტების ხელმძღვანელის, საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტის და ტრენერის რანგში). არის პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის წევრი.  2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატიული ბაზის რევიზიისა და განახლების მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი. არის გამოგონების პატენტმფლობელი. აქვს მიღებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს  პრემია სოფლის მეურნეობის დარგში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის „გარემოს ქიმიური დამაბინძურებლების რისკის შეფასება“.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუზარიოტოქსინებით საკვები პროდუქტების კონტამინაცია და მათი გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე".