შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით დავარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981–1983წწ. იყო ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983 წლიდან ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის, მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1993, 1997 წლებში სტაჟირებას გადიოდა ლონდონში, ნაყოფის მედიცინის განყოფილებაში. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი "VITA"–ს მეანობა –გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნორმალური და პათოლოგიური ორსულობის დროს დედა–პლაცენტა–ნაყოფის სისტემის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ანტენატალური შეფასება ულტრაბგერითი დოპლერ მეთოდით", დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |