The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით დავარაშვილი

დავით დავარაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1983წწ. იყო ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983 წლიდან ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის, მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1993, 1997 წლებში სტაჟირებას გადიოდა ლონდონში, ნაყოფის მედიცინის განყოფილებაში. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი "VITA"–ს მეანობა –გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნორმალური და პათოლოგიური ორსულობის დროს დედა–პლაცენტა–ნაყოფის სისტემის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ანტენატალური შეფასება ულტრაბგერითი დოპლერ მეთოდით", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეან–გინეკოლოგიის საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საკავშირო კონფერენცია, ლაურეატი
  • 1980 - სსრკ განათლების სამინისტროს დიპლომი
    საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    დავით დავარაშვილის კლინიკა
    მისამართი:83/11, ვაჟა ფშაველას გამზირი, თბილისი
    ტელეფონი:0322 42 42 52