The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ დავარაშვილი

ოფიციალური სახელი:სოსო დავარაშვილი
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1980წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1981–1992წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან ლონდონის სამეფო ჰოსპიტლის კარდიოლოგია. ავტორია 69 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "ბავშვებისა და მოზრდილების გულის მარცხენა პარკუჭის მიტრალური სარქველის პროლაპსის კლინიკური და ფუნქციონალური მდგომარეობის სადიაგნოზო კრიტერიუმების შედარებითი შეფასება", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულშიდა სისხლის მიმოქცევა ნორმაში და გულის ზოგიერთი დაავადების დროს (დოპლერექოგრაფიის მონაცემებით)", დაიცვა 1991 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიდი ბრიტანეთის კარდიოლოგიის საზოგადოება, წევრი (1996-)
  • თბილისის კარდიოლოგიის საზოგადოება, მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საკავშირო სამედიცინო აკადემიის მიასნიკოვის პრემიის ლაურეატი