The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე დავითაია

დაბადების თარიღი:20 მაისი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1962წწ. იყო ჭიათურის მარგანტრესტის მედიკო–სანიტარული სამსახურის ექიმი–ქირურგი; 1963–1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1966–1970წწ. რკინიგზის თბილისის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი, პარალელურად ქალაქის N4 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი, 1970–1972წწ. გეგეჭკორის რაიონის ქირურგი; 1973–1980წწ. მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი და დოცენტი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიის, ერთი გამოგონების და სამი მეთოდური წერილის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის გულის გვირგვინოვანი არტერიების კალაპოტის მორფომეტრიული თავისებურებანი დაბერების პროცესში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, წევრი