The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ დავითაშვილი

დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყაზბეგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

1974–1980წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1980–1995წწ. ამავე ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 18 გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, 9 – ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერაბათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშუალო ლატენტობის სმენის გამოწვეული პეტენციელები", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო აკადემია, წევრი