The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მეგი დათეშიძე

დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1921  (102 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1943–1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1944–1968წწ. ასისტენტი; 1968 წლის 14 მარტიდან დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულაციას; 1980 წელს გამოქვეყნებული აქვს დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო(თანაავტორიi); 1951 წლიდან ხელმძღვანელობს კათედრის სასწავლო ნაწილს. ექიმ–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმპათიკური ნერვული სისტემის როლი კუჭის სეკრეტორულ მოქმედებაში", დაიცვა 1956 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სსრ სახალხო განათლების დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება
  • 1982 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი