შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1947 წლიდან მუშაობს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატარული მედიცინის და სამეანო–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1950 წლიდან განაგებს ამავე ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილებას; 1960-1990წწ. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის ცენტრალური პათომორფოლოგიის ლაბორატორიას; 1970-1985წწ. ასევე იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; შეისწავლის ნაყოფისა და ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემებისა და ფილტვების პათოლოგიას, ქალის ჰორმონულ პათოლოგიას და ორსულთა სიკვდილ მიზეზებს; არის სამეანო–გინეკოლოგიური მორფოლოგიის და პერინატალური პათოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში; პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1974), პროფესორი(1978). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |