The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მამია დგებუაძე

დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1927  (97 წლის)
კატეგორია:კურორტოლოგი, ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდჭყონი(მარტვილის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952–1955წწ. იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956–1960წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1957–1959წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1959–1963წწ. სან–ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1960–1972წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი; 1973–1974წწ. პროფესორი; 1974 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. კურორტოლოგ–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ჯავის მინერალური წყლის მოქმედების მექანიზმი კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე", დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთებით დაავადებათა ინდუქტოთერმიის და ჯავის მინერალური წყლის კომპლექსით მკურნალობის კლინიკური და ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1972 წელს.