შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დევი დევდარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს. 1977–1981წწ. იყო რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი–პედიატრი; 1981–1983წწ. რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების დარგში; 1987–1988წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1988–1994წწ. ასისტენტი; 1994 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის კათედრის დოცენტი და ამავე კათედრის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი; ამავე დროს არის პედიატრიული ინტერნატურის დეკანი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს ერთი მონოგრაფია. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრამუარყოფითი მიკრობებით გამოწვეული სეფსისის კლინიკო–იმუნოლოგიური პარალელები ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |