The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზაზა დემეტრაშვილი

დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1963  (56 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს.

1988–1989წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1989–1991წწ. კასპის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1991 წლიდან –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, შემდეგ ასისტენტი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მეთოდური რეკომენდაციის. არის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA სისტემის ანტიგენების განაწილების თავისებურებანი მწვავე აპენდიციტის დროს ქართულ პოპულაციაში", დაიცვა 1995 წელს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • საერთაშორისო გასტროქირურგიული კლუბი, წევრი