შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნიკოლოზ დემეტრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი, სოფელი წითელი ხევი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს. 1924-1929წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში ქირურგად; 1937-1947წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე კათედრის გამგე; წლების მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი; იკვლევდა ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ბარძაყის არხის თიაქარკვეთის ანატომიური საფუძვლები, ნერვებისა და სისხლძარღვების ცვალებადობა, ოსტეომიელიტის მკურნალობა, კანის პლასტიკა; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1937). ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |