შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მერაბ დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1973წწ. იყო თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1973–1975წწ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1975–1978წწ. ასპირანტი; 1978–1980წწ. თვალის სნეულებათა საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1989წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989–1997წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის მიკროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი. ავტორია 76 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საავტორო ნაშრომში გაშუქებულია ამეტროპიისა და კატარაქტის მიკროქირურგიის საკითხები; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თვალი და დიაბეტი"(თბილისი, 1998). ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფაკიის კორექცია ექსტრაპაპილარული ირის ლინზით", დაიცვა 1978 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაღალი ხარისხის ამეტროპიის ენდოკულარული კორექციის სახეები", დაიცვა 1989 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |