The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მერაბ დვალი

მერაბ დვალი
Date of birth:1 January, 1950  (74 years)
Category:Ophthalmologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1973წწ. იყო თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1973–1975წწ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1975–1978წწ. ასპირანტი; 1978–1980წწ. თვალის სნეულებათა საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1989წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989–1997წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის მიკროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი. ავტორია 76 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საავტორო ნაშრომში გაშუქებულია ამეტროპიისა და კატარაქტის მიკროქირურგიის საკითხები; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თვალი და დიაბეტი"(თბილისი, 1998). ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფაკიის კორექცია ექსტრაპაპილარული ირის ლინზით", დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაღალი ხარისხის ამეტროპიის ენდოკულარული კორექციის სახეები", დაიცვა 1989 წელს.

Awards and Honors

  • 1992 - ჩინეთის რესპუბლიკის "ხალხთა მეგობრობის" ორდენი

Bibliography

Contacts Information

  • Business
    ახალი მზერა
    Address:თბილისი, აბულაძის ქ.32
    Phone:(+995 32) 221 46 00