შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გურამ დიღმელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1961 წელს. 1962–1969წწ. იყო თეთრიწყაროს რაიონის ს. ჯორჯიაშვილის საუბნო საავადმყოფოს გამგე. 1971–1974წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1975–1990წწ. ამავე ინსტიტუტის ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1990 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის. ექიმი–გასტროენტეროლოგი, მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არტერიული ჰიპერტონიისა და გულის იშემიური დაავადების გავრცელების საკითხის შესწავლა ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1971 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |