შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამაზ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1958–1960წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1960–1962წწ. რუსთავის აზოტის ქარხნის მედნაწილში; 1964 წლიდან იყო ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, შემდგომ – უფროსი ლაბორანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმ–ანდროლოგთა ციკლების ჩატარებისას ხელმძღვანელობს კლინიკური ანდროლოგიის კურსს. ექიმი–ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის რეპარაციული რეგენერაცია", დაიცვა 1968 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |