The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ დოლიძე

ნოდარ დოლიძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 2001  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს.

მუშაობა დაიწყო სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" ქირურგად; 1962-1968წწ. მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1979 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, იმავდროულად საქართველოს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიული სტაციონარის ხელმძღვანელი; 1995 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის "საქართველოს" ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე; მისი თაოსნობით შემუშავებული და დანერგილია ჩირქოვანი სეფსისის მკურნალობის ახალი მეთოდები: ავადმყოფის სისხლის გაფილტვრა ღორის ცოცხალ ელენთაში გავლით, ავადმყოფის სისხლის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1973), პროფესორი(1979).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ზაზა ფანასკერტელის სახელობის მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია