The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნონა დოლიძე

დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1984წწ. მუშაობდა მორფოლოგიის ინსტიტუტში, რკინიგზის საავადმყოფოში; 1984–1994წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევი ინსტიტუტში. 1994 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომელია. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ნეკროზის ზონაზე ლაზერის სხივების გავლენას მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰელიუმ–ნეონის ლაზერის სხივების გავლენა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ნეკროზის ზონის შემოფარგვლის მიზნით", დაიცვა 1998 წელს.