The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერი დოღონაძე

დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1921  (102 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

მუშაობდა ბავშვთა ორთოპედიაში; 1943–1954წწ. დიდი სამამულო ომის დროს იყო ფრონტის ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი ქირურგი–ტრავმატოლოგი; 1946–1951წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1951 წელს ბავშვთა ორთოპედიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1989წწ. ამავე განყოფილების ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ბავშვთა ორთოპედიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1946 წლიდან მუშაობდა თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრში. ავტორია 82 სამეცნიერო ნაშრომის (რამდენიმე დაბეჭდილია რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ჟურნალებში), გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. 1982 წელს მიღებული აქვს პროფესორის წოდება, ომის წლებში 2 ორდენი და 16 მედალი. ორთოპედ–ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვედა კიდურის მანკიერი ტაკვების მკურნალობა(სამამულო ომის მასალაზე)", დაიცვა 1955 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ფუნქციური მეთოდებით მკურნალობა ახალშობილთა და ძუძუთა ასაკში", დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო კომისია, წევრი (1988-1992)